ესეების წერის სირთულე ინგლისურ ენაში და მისი გაუმჯობესების გზები
სსიპ ქ. რუსთავის N20 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მარიამი გოგინაშვილი
გამართული ესეს დაწერა არ არის მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას სიამოვნებისთვის კი არა, დავალების შესრულების მიზნით აკეთებს მოსწავლე. ბევრისთვის ეს მოსაწყენი და უსიამოვნო პროცესია. წერის უნარების განსავითარებლად არც მხოლოდ სიმბოლოების/ნიშან-ხატების სწორად გამოსახვის და მათი სხვადასხვა კომბინაციების შექმნის ცოდნა და არც აზრის მწყობრად ჩამოყალებება და გადმოცემა – მნიშვნელობის კონსტრუირებაა საკმარისი. ამიტომაცაა, რომ მოსწავლეებისთვის წერის პროცესი არცთუ საინტერესო და მარტივია. იქნებ სწორედ ამიტომ არ იცის მოსწავლეთა დიდმა
ნაწილმა
როგორ აიდგას ფეხი და საიდან დაიწყოს წერა. იქნებ მათ ნაწერებში ბუნდოვანება და უამრავი დაუზუსტებელი საკითხი ამის ბრალია?!
კარგად წერა ნიჭია. ყველა ო’ჰენრი ვერ იქნება. თუმცა არსებობს მარტივი წესები, რაც უკეთ წერაში დაეხმარება მოსწავლეს. როცა ამ წესებს გაითვალისწინებს, წერის პროცესი იოლთან ერთად მეტად სასიამოვნო გახდება მისთვის...