პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

Wednesday, July 3, 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში


ესეების წერის სირთულე ინგლისურ ენაში და მისი გაუმჯობესების გზები


სსიპ ქ. რუსთავის N20 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მარიამი გოგინაშვილი


გამართული ესეს დაწერა არ არის მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას სიამოვნებისთვის კი არა, დავალების შესრულების მიზნით აკეთებს მოსწავლე. ბევრისთვის ეს მოსაწყენი და უსიამოვნო პროცესია. წერის უნარების განსავითარებლად არც მხოლოდ  სიმბოლოების/ნიშან-ხატების სწორად გამოსახვის და მათი სხვადასხვა კომბინაციების შექმნის ცოდნა და არც აზრის მწყობრად ჩამოყალებება და გადმოცემამნიშვნელობის კონსტრუირებაა საკმარისი. ამიტომაცაა, რომ მოსწავლეებისთვის წერის პროცესი არცთუ საინტერესო და მარტივია. იქნებ სწორედ ამიტომ არ იცის მოსწავლეთა  დიდმა ნაწილმა  როგორ აიდგას ფეხი და საიდან დაიწყოს წერა. იქნებ მათ ნაწერებში ბუნდოვანება და უამრავი დაუზუსტებელი საკითხი ამის ბრალია?!
კარგად წერა ნიჭია. ყველა ჰენრი ვერ იქნება. თუმცა არსებობს მარტივი წესები, რაც უკეთ წერაში დაეხმარება მოსწავლეს. როცა ამ წესებს გაითვალისწინებს, წერის პროცესი იოლთან ერთად მეტად სასიამოვნო  გახდება მისთვის...

https://drive.google.com/file/d/1owi7ilikrdgRUReAhAA_kzAxvlYOwRxf/view?usp=sharing

Saturday, April 23, 2016

ზღვის იდუმალი ქმნილებები

1.პროექტის სახელწოდება: ,,ზღვის იდუმალი ქმნილებები "
2.პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1-2 წინადადებით:ინფორმაციის მოძიება და კედლის გაზეთისა და ხელნაკეთი წიგნის შექმნა ინგლისურ ენაზე
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ინგლისურად მიიღებენ დამატებით ინფორმაციას ოკეანეების ბინადრების შესახებ,დაეუფლებიან დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების საშუალებებს.
4.პროექტის მიზნები: მთავარია მოსწავლეებმა მოიძიონ მათთვის ჯერ კიდევ უცნობი ინფორმაცია ოკეანეების  ნაკლებად ცნობილ მაგრამ ძალიან საინტერესო ბინადრებზე.ივითარებენ შემოქმედებით უნარებს,ინგლისურ ენაზე ინფორმაციის დამუშავების უნარებს
5.მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები შექმნიან კედლის გაზეთსა და ხელნაკეთ წიგნს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატი, თაბახის ფურცლები, მარკერები, ფოტოები, ფერადი ლენტები, ჭიკარტები, ინტერნეტი, ბიბლიოთეკის სახელმძღვანელოები.
9.პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ): შეირჩევა თემა, კლასის დაყოფა 5 კაციან ჯგუფებთად, მოხდება ჯგუფებში მავალეობების გადანაწილება მოიძიებენ საჭირო ინფორმაციასა და ფოტოებს (დროის განსაზღვრა), შეიქმნება ხელნაკეთი წიგნი და კედლის გაზეთი, მოხდება პრეზენტაცია და პროექტის შეფასება
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.დ.V.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
უცხ.დ.V.7. მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება.
უცხ.დ.V.9. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.
ცხ.დ.V.12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.
უცხ.დ.V.13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის გაუმჯობესების მიზნით.
უცხ.დ.V.20.მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება უცხ.დ.V.23. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
უცხ.დ.V.27. მოსწავლეს შეუძლია< თანაკლასელებთან ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.

11.პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ): მარიამ გოგინაშვილი, ინგლისური ენა
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: goginashvilimariam@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://chemiblogimariami.blogspot.com/

პროექტის  განხორციელების  გეგმა